საექთნო განათლება საქართველოში

15 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოში საექთნო განათლებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია შინმოვლის საკითხების შესახებ, ასევე, წარმოდგენილი იქნა სამედიცინო პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსაზრებები. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა საეთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენელიც.

უცხოელი პარტნიორების სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში!

საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ უცხოელი პარტნიორები. ისინი გაეცნენ პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებს. მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება. განხილულ იქნა სასწავლო პროცესში გამოყენებული სწავლა/სწავლების მეთოდები, შეფასების სისტემა, სწავლის შემდგომი დასაქმების მექანიზმები.

12 და 13 ივნისს საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ბაგა-ბაღის აღმზედელ პედაგოგისა და ბუღალტრის მოდულური პროფესიული პროგრამის პედაგოგებთან, რომელსაც უძღვებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გარე მხარდაჭერის ჯგუფის წარმომადგენელი ია ფირანიშვილ-გიგიბერია. განხილულ იქნა მოდულური პროფესიული პროგრამების სტრუქტურა, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდები.