ისტორია

საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა (ICC) 2011 წლის ივლისში პირველად მიიღო ავტორიზაცია და მოიპოვა პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება. მას მიეცა საშუალება გაეცა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი. აღნიშნული დიპლომის მფლობელს არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ექნებოდა მუშაობის და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება. მიუხედავად არსებობის მოკლე პერიოდისა კოლეჯმა შეძლო თავის დამკვიდრება ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე. 2016 წლის აგვისტოში კოლეჯმა მეორეჯერ მიიღო ავტორიზაცია და მოიპოვა უფლება განეხორციელებინა პროფესიული ჩარჩო-დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი მოდულური პროფესიული პროგრამები. აღნიშნულის ფარგლებში შეიქმნა:კბილის სატექნიკო ლაბორატორია-სამედიცინო სავარძლებით, სტერილიზატორით, სიმულატორებით, ფაიფურის ჩამომსხმელი ღუმელებითა და სხვა საჭირო აპარატურით; ლინგაფონის კაბინეტი, სადაც ერთდროულად რვა სტუდენტს ერთი წყაროდან შესაძლებლობა ეძლევათ მოისმინონ პროგრამით გათვალისწინებული აუდიო ინფორმაცია; საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი; პრაქტიკოსი ექთნისა და ექთნის თანაშემწის პროფესიული პროგრამისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა კლას-კაბინეტები; ფარმაცევტის თანაშემწის ლაბორატორია; კომპიუტერული ტექნიკის სახელოსნო; კრიმინალისტის (ფოტოდაკტილოსკოპისტი) კაბინეტი.
საერთშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა (ICC) პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან როგორებიც არიან: შპს ნეტიკო; ნიუ ჰოსპიტალი; საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი; შ.პ.ს. კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი; შპს. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო; შპს.მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი; სს.უნივერსალური სამედიცინო ცენტრი; შპს.ფსიქიკური ჯანმრთელობის და პრევენციის ცენტრი; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ნიუ ჰოსპიტალი;
კოლეჯში შექმნილია ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმები, საიდანაც უკვე მრავალი კომპონენტი რამოდენიმე თვის განმავლობაში უკვე რეალობად იქცა. განსაზღვრულია განვითარების ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები.