ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ
საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი ICC ახალი სიტყვაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პროფესიული განათლების მიმართულებით, ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ თავისთავად წარმოშვა პროფესიული კოლეჯის განვითარების აუცილებლობაც. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი ორიენტირი ვაჩვენოთ საზოგადოებას ნამდვილი პროფესიონალების მნიშვნელობა.
საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი ICC განვითარებაზე ორიენტირებული, ახალგაზრდა საქმიანი ადამიანების გუნდია, რომელთაც ერთი მთავარი მიზანი საკუთარი საქმისადმი სიყვარული და პროფესიონალიზმი აერთიანებთ. ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიულ სტუდენტს, უმოკლეს ვადებში, დასაქმებისათვის სჭირო და აუცილებელ ცოდნას აძლევს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიურად ჩავრთეთ პოტენციური დამსაქმებლები, რათა მათი მოთხოვნები მაქსიმალურად ასახულიყო მათივე მომავალი კადრების მომზადებისას.
საზოგადოებრივმა კოლეჯმა პარტნიორად წარმატებული ორგანიზაციები შეარჩია. კოლეჯს პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული აქვს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: ალტა; ნიკორა; ეკო ფუდი; სოკარი; კანარგო და ა.შ. სწორედ მათთან გაფორმდა საწარმოო პრაქტიკის გავლის თაობაძე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები. შესაბამისად, ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მუდმივი კონტაქტი იქონიონ პოტენციურ დამსაქმებლებთან. შეიძინონ პროფესიით დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, გააცნობიერონ, რომ დასაქმება და კარიერა მათ მიერ გამოვლენილ ცოდნაზე, მონდომებასა და უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული.
გვჯერა , რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევცვალოთ ქართულ საზოგადოებაში არსებული ვითარება! დროა, გახდეთ პროფესიონალი!-კოლეჯი ,,ICC’’