12 და 13 ივნისს საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ბაგა-ბაღის აღმზედელ პედაგოგისა და ბუღალტრის მოდულური პროფესიული პროგრამის პედაგოგებთან, რომელსაც უძღვებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გარე მხარდაჭერის ჯგუფის წარმომადგენელი ია ფირანიშვილ-გიგიბერია. განხილულ იქნა მოდულური პროფესიული პროგრამების სტრუქტურა, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდები.