საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი

საერთაშორისო საზოგადოებრივი

კოლეჯი

  • ქართული
  • ინგლისური
  • რუსული

gancxadebebi.ge

კომპიუტერული გრაფიკოსი

 

კომპიუტერული გრაფიკოსის მეორე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

 

     კომპიუტერული გრაფიკოსი წარმოადგენს ინფორმატიკის დარგობრივი სფეროს პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც არის ინფორმატიკის ქვესფერო და შეისწავლის კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით გრაფიკული გამოსახულებების შექმნა/რედაქტირების მეთოდებსა და საშუალებებს. ეს არის საქმიანობის სფერო, რომელშიც კომპიუტერი გამოიყენება როგორც რეალური სამყაროდან მიღებული ვიზუალური გამსახულების დამუშავების, ასევე ახალი გამოსახულების (ნახატების, ნახაზების, ანიმაციის, მოდელების) შექმნის იარაღი.  

  კომპიუტერული გრაფიკოსი ფლობს გრაფიკული რედაქტორების მუშაობის პრინციპებს და საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის  მეთოდებსა  და ძირითად პოლიგრაფიული საკითხებს.

პროგრამის მიზანია პროფესიულ სტუდენტს შეასწავლოს: 

                 

·         კომპიუტერის მოხმარება და ფაილების მართვა; საოფისე სისტემებში (Microsoft Word, Excel, PowerPoint) მუშაობა; ინტერნეტ სერვისების გამოყენება.

·      რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორების მუშაობის პრინციპები: ობიექტების შექმნა და დამუშავება, ტექსტთან მუშაობა და მისი სტილიზაციის მეთოდები;

·  გამოსახულების დამუშავების პრინციპები: აღდგენა, კორექცია, დეფექტების და ცდომილებების მოშორება, კონტრასტების და ტონირების რედაქტირება;

·  გრაფიკული რედაქტორების ძირითადი ელემენტების: შრეების, არხების, ნიღბებისა და ფილტრების დანიშნულება და მათი მუშაობის პრინციპები;

·      საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები.

 

პროგრამა შედგება 35 კრედიტისგან (1 კრედიტი - 25 სთ), ხოლო პროგრამის ხანგძლივობაა 10 თვე

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

 

·         არანაკლებ ზოგადი  განათლების საბაზო საფეხურის განათლება;

·         გასაუბრება

დასაქმების სფერო  

 კომპიუტერული გრაფიკოსის მეორე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს გამომცემლობაში, სარეკლამო სააგენტოებში, ან ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც დაკავებულია სარეკლამო და პოლიგრაფიული საქმიანობით გრაფიკოსის-დამკაბადონებლის თანამდებობაზე.

ჩვენი სტუდენტიები პრაქტიკას გადიან შემდეგ კომპანიებში:                                       

საგამომცემლო სახლი „ტრიასი“,

საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“

© ნეტიკო

ვებ დიზაინი და პროგრამირება

დაგვიკავშირდით :

ტელ: +995 593 42 74 96

netiko.ge

ვებგვერდის შექმნა : 2011-07-01, ბოლო განახლება : 2014-05-06, სულ ვიზიტორები : 162713

საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი, მისამართი: ქსნის ქ. 35, თბილისი, 0141, საქართველო

ტელ : (+995) 32 2 55 33 33

 

საერთაშორისო საზოგადოებრივი კოლეჯი